სოფელ ცხამში ცენტრალური საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

24/10/2017

სოფელ ცხამში ცენტრალური საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს.
7 086 მ/სიგრძეზე რკინა/ბეტონის საფარი იგება და მონტაჟდება სანიაღვრე არხები, ასევე იგება მოსაცდელი, პროექტის ფარგლებში სოფელ იტავაზაში ხიდ-ბოგირი მოეწყო.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო 2 604 995 ლარი რეგიონული განვითარების ფონდისა და მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან გამოიყო.
პროექტი გარდამავალია, სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ხოლო მეორე ეტაპი 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0