მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დასრულდა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში რკინა–ბეტონის საფარი ერთ ქუჩასა და ერთ ჩიხში დაიგო, რომლის სიგრძე 430 გრძივ მეტრს შეადგენდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმდა 15 კაცი აქედან 10 ადგილობრივი. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 98200 ლარი. სამუშაოები ოქტომბერის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფელ წერაქვში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, იგეგმება 1 კილომეტრამდე გზის დაგება.
Visited 304 times, 1 visit(s) today