სოფელ წოდორეთში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

28/06/2023

დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, წოდორეთში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოდორეთში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 3 კილომეტრამდე გზაზე დაგეგმილია 2 ფენა ასფალტის საფარის დაგება. გზის გასწვრივ კი უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები. სამუშაოებს შპს “დინ გრუპი”
ახორციელებს. პროექტის ღირებულება მილიონ-ნახევარ ლარამდეა და ის რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ წოდორეთში მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან, მის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მათი განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გაგრძელდება. მათ შორის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვედა მუხათწყაროს მოსახლეობის თხოვნით, გზის გარკვეული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისათვის პროექტირება უკვე დასრულდა. ასევე, მზად არის პროექტი სოფელ ლისის ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისათვის, ამ ეტაპზე კი გრძელდება მეორე უბნის გზის პროექტირება. გარდა ამისა, შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ნაფეტვრები 2-ში, ხოლო მსხალდიდში გზის ასფალტბეტონით მოწყობა კვლავ მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0