სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

20/03/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. სამშენებლო სამშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს. ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან. სოფელში ამბობენ, რომ კონტიგენტი ბევრად მეტია, თუმცა ძველი სკოლის ავარული მდგომარების გამო მოსწავლეები ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში სწავლობენ. ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0