სოფელ ხაბუმეში პროექტი ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“ სოფელ ხაბუმეში ახორციელებენ პროექტს ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“.

პროექტის ფარგლებში დღეს ხაბუმეს საჯარო სკოლაში დადიანისეული მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნარგიზა კვარაცხელია.

სასკოლო მუზეუმი პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ ერთობლივად გახსნეს.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა საინიციატივო ჯგუფ ,,ერთობის“ წევრები.

პროექტის ფარგლებში, სასკოლო მუზეუმისთვის კეთილმოეწყო ოთახი, სკოლის ეზოში გაიწმინდა დადიანისეული ბილიკი, ჩამოყალიბდა სხვადასხვა კლუბი.

მუზეუმში დღეისათვის 50–მდე ექსპონატი ინახება.

პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა

Visited 147 times, 1 visit(s) today