სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.
პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Visited 189 times, 1 visit(s) today