სოფელ ხომულის მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს

14/12/2017

სოფელ ხომულის მოსახლეობის ნაწილი (დაახლოებით 50 ოჯახი) ცენტრალური წყლის მაგისტრალის დაზიანების გამო, სასმელ წყალს რამდენიმე დღე ვერ ღებულობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად პრობლემის მოგვარება შეძლეს. გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ამირან ბალანჩივაძის თქმით, დღეს დასრულდა 0,75 დიამეტრის მილის შეცვლის სამუშაოები, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული, რის შედეგადაც სასმელი წყალს სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0