მაღალმთიან სოფელ ხრეითში საავტომობილო გზის 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ სოფელ ხრეითში საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერე და ჩატარებული სამუშაოები ადგილზე შეაფასეს.
სოფელ ხრეითში მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალური საავტომობილო გზის 2500 მეტრიან მონაკვეთს. სრულიად ამორტიზებული გზა ახალი ასფალტის საფარით შეიცვალა. მოეწყო საგზაო ნიშნები და მოხდა გზის დახაზვა.
სამუშაოები კომპანია “საპოვნელამ“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 780 00 ლარი შეადგინა. სოფელ ხრეითში ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.