სოფელ I ქესალოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

04/09/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამ დროისთვის, შიდა სასოფლო გზები მოასფალტება მომდინარებს სოფელ I ქესალოში.
პროექტით გათვალისწინებულია სოფლის შიდა გზების სამი მონაკვეთის მოასფალტება, რომლის მოცულობა 1 349 მეტრს შეადგენს.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულება 228 694 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 123 495 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 105 199 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0