სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა

20/09/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერს, მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და როგორც აღნიშნა, ეს შეთანხმება ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩვენს პარტნიორებს, ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერს და დელეგაციის წევრებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საპარლამენტო, აღმასრულებელ და ბიზნეს კავშირების დონეზე, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0