სოფიო ქაცარავა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

24/02/2017

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს შეეხო. სოფიო ქაცარავამ ავსტრიელ პოლიტიკოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრია-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს დიდი წვლილი მიუძღვის.

„კარლჰაინც კოფვი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, მას მჭიდრო კომუნიკაციააქვს ჩვენს ქვეყანასთან და მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზეც ველოდებით. შეხვედრაზეგანვიხილეთსაქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ქვეყნის ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებზე აგებულ კურსს წარმატებით ახორციელებს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

პოლიტიკური საკითხების განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების საკითხებზეც გამახვილდა. კარლჰაინც კოფმა აღნიშნა, რომ ტურიზმის და ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა.
ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის დელეგაციის წევრი, გიორგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0