სოფიო ქაცარავა გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს დორის ბარნეტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა

04/10/2017

ანდორაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, დორის ბარნეტთან გამართულ შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა პრემიერმინისტრის ვიზიტს გერმანიაში არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ, რაც გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თემები – ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობა განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0