სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

25/08/2017

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა. სოფიო ქაცარავამ დიდი ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ლიდერების საერთაშორისო პროგრამაზე მისი წარდგენისთვის.
„მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის ელჩს ამ პროგრამაზე ჩემი ნომინირებისთვის, რაც საშუალებას მაძლევს საერთაშორისო მაღალი დონის დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან ერთად მივიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მათი ინფორმირებისთვის“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის საპარლამენტო შეხვედრები და ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0