სოფიო ქაცარავა ზექი ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა

01/11/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გურმუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა გასული სამი წლის საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-თურქეთის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე აღვნიშნე საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საერთო გამოწვევები. ხაზი გავუსვით ხალხთა შორის კავშირების მნიშვნელობას, რაც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის და მომავალ დიპლომატიურ სამსახურში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0