სოფიო ქაცარავა სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

22/09/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, კომიტეტის წევრებთან ერთად, სერბეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარ თემას სერბეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, საერთო მიზნები და ინტერესები წარმოადგენდა. კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.
სერბეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები. ეს ეხება როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას ასევე, ეკონომიკისა და განათლების მიმართულებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0