სოფლების მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად შეარჩევს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მალხაზ ბაზაძე სოფელ მერჯევში, ივანწმინდაში, გორისასა და გამოღმა არგვეთში იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარესთან და გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ის, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
მალხაზ ბაზაძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მათი სოფლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა გააცნო და აღნიშნული თანხით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები ხალხთან ერთად დაგეგმა.
სოფელ მერჯევსა და ივანწმინდაში მოსახლეობამ პრიორიტეტად 2016 წელს გზები დაასახელა. საუბარი იყო საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზეც.
გორისასა და გამოღმა არგვეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია დაასახელეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სულ საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის 918 527 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვედრებს მოსახლეობასთან გააგრძელებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today