სოფლებში და ქალაქებში არსებული საჭიროებები, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით არის გადასაჭრელი

17/08/2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ჩხოროწყუს, აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს იმ საჭიროებების და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს უკავშირდება. ლერი ბარნაბიშვილმა მერებს არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღეს შევხდი ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ჩხოროწყუს, აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერებს, მათ წარმომიდგინეს სოფლებში და ქალაქებში არსებული ის საჭიროებები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით არის გადასაჭრელი, მე მათ შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში და საკითხების უმოკლეს ვადებში მოგვარებაში სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ “სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების” მასშტაბური პროგრამაზე და პროექტ „განახლებულ რეგიონებზე”, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს და ცენტრალური ქუჩებისა და რეკრეაციული ზონების განახლება-რეაბილიტაციას გულისხმობს,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0