,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

04/03/2016

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა , სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად , პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით სოფელ ლესიჭინეს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დათო გოგუა მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა და სოფელში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
“სოფლის მხარგაჭერის პროგრამით“ სოფელ ლესიჭინეში 76 195 ლარის სამუშაოები განხორციელდება.
ადგილობრივებმა საბავშვო ბაღების, სპორტ.სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და სახნავი მიწის ფართობის შემოღობვა ითხოვა.
მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მოსახლეობამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელში ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0