სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამშენებლო სამუშაოები განახლდა

13/03/2017

აბაშის მუნიციპალიტეტში 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. პროექტი ითვალისწინებს სოფლებში: სამიქაოში, პირველ მაისში, ცილორში, ქოლობანში, გუგუნაყათსა და ძველ აბაშაში წყალსაწრეტი არხის მოწყობის სამუშაოებს; გაღმა ზანათში, ნაესაკოვოში, ქოლობანში, სუჯუნაში, ცილორსა და სეფიეთში ნაპირის გამაგრებისა და რკინა-ბეტონით არხის მოწყობის სამუშაოებს; • სამიქაოში, მარანში, ცილორსა და გამოღმა კოდორში ხიდე-ბოგირის მოწყობის სამუშაოებს
გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბანში ჭაბურღილთან საჩრდილობლის მოწყობას; • ონტოფოში მდ. ნოღელას ხელოვნურ არხში წყლის ჩამკეტი კედლის მოწყობას; გაუწყინარის სკვერში ქვაფენილის მოწყობას; • გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბანში პირუტყვის სარწყულებლის მოწყობას; ცილორში მოსაცდელის მოწყობას; • ცილორში საძოვრებზე არტეზიური ჭაბურღილებისა და ამობეტონებული ორმოს მოწყობას. სამუშაოებს ელ-ტენდერში (spa 160030781) გამარჯვებული ინდ. მეწარმე ასრულებს და 70 799 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0