სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

23/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. დღეს მორიგი კრებები ცხრა სოფელში ჩატარდა, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე კრებებს ჯვარისასა და საკეციაში დაესწრო. მან მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, ხოლო მათგან მოისმინა ინფორმაცია ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ.

“გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში რეგიონის თითოეული სოფლისათვის არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდება, მოსახლეობის ამ დონის ჩართულობის უზრუნველყოფა წინ გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ადამიანებს საშუალებას აქვთ უშუალოდ გვესაუბრონ, ხოლო ჩვენ კიდევ უფრო უკეთ ვეცნობით ადგილზე თითოეული მაცხორებლის პრობლემას, რაც საშუალებას გვაძლევს ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ”-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

შეხვედრები რეგიონის მასშტაბით ყველა სოფელში 20 თებერვლამდე ეტაპობრივად ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0