სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები გრძელდება.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები-კონსულტაციები გრძელდება. საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობით იმართება.
სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის, მენჯისა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა:
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – მოწესრიგდება თეკლათის საჯარო სკოლის შესასვლელი ნაწილი;თეკლათის საბავშვო ბაღში დამონტაჟდება შენობის წყალსაწრეტი მილი; ჩატარდება თეკლათი-ბათარიას საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების, კიუვეტებისა და მილხიდების გაწმენდითი სამუშაოები; მოეწყობა და მოწესრიგდება სოფლის ცენტრი; სოფელ საგვარამიოში მოიხრიშება კეცხოველის ჩიხი, მოეწყობა სანიაღვრე არხები; განათდება სოფელ გოლასკურის ცენტრში აღმართული ჯვარი და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია; სოფელ ტყირში ჩატარდება სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები; სოფელ რეკაში საავტომობილო გზაზე მოეწყობა ცხაური; სოფელ რეკაში შემოკავდება საყანე და საძოვარი ტერიტორია.
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ მუხურში კეთილმოეწყობა მოსაცდელი; შემოკავდება და მოეწყობა ორი ჭაბურღილი; რეაბილიტირდება მინი სპორტული მოედანი; მოწესრიგდება სანიაღვრე არხები; დასრულდება სტადიონის შემოკავებითი სამუშაოები.
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ბათარიაში რეაბილიტირდება მოსაცდელის კაპიტალური შენობა; ჩატარდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; სოფელ სახარბედიოში შეკეთდება წყლის დაზიანებული მაგისტრალი; კეთილმოეწყობა სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია; სოფელ საწულეისკირიოში ჩატარდება საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; სოფელ სკურიაში რეაბილიტირდება შიდა საავტომობილო გზა; სოფელ პერტულში შეკეთდება ხიდბოგირი და ჩატარდება შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები; სოფელ საგაბესკირიოში რეაბილიტირდება შიდა საავტომობილო გზა, ჩატარდება კიუვეტების გაწმენდითი სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული საერთო კრებები, 28 იანვრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

Visited 175 times, 1 visit(s) today