სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს

24/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაცია დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა გამართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების: ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და მამხუტის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ღია კენჭისყრით წელს განსახორციელებელი პროექტები ომებში ასახეს.
მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მამხუტსა და ზემო არქევანში გარე განათების ქსელი მოეწყობა, ხოლო ქვემო არქევანში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0