სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

28/01/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად, სოფელ სურმუშში კრებას დაესწრო. ადგილობრივების გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სოფლის ცენტრში არსებული შენობის (მოსახლეობის თავშეყრის ადგილის) და “ქვედა უბანში” არსებული წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.
კრებები ცაგერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში 5 თებერვლამდე ჩატარდება, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0