,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წელს ზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სოფლის კრებას დაესწრნენ.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წელს ზეღდულეთში რიტუალების სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას საშუალება აქვს თავად განსაზღვრონ სოფლის საჭიროებები. ეს ხელს უწყობს, როგორც თვითმმართველობის განვითარებას, ისე მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობის”, – აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

პროგრამის განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

Visited 121 times, 1 visit(s) today