,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საერთო სახალხო კრებები სამტრედიის სოფლებში გაიმართა

07/02/2019

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დღეს საერთო სახალხო კრებები გაიმართა სამტრედიის სამ სოფელში.
მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იმ საჭიროებებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობის აზრით, პროგრამის ფარგლებშია მოსაგვარებელი.

ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის პროგრამით 6 კმ–იანი მონაკვეთზე მოეწყობა გარე განათება. საამისოდ პროგრამით 20 ათ. ლარია გათვალისწინებული.
სასაფლაოს შემორაგვა, მიმდებარე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაგეგმეს იანეთის თემში, რომლისთვისაც 20 ათ. ლარია განსაზღვრული.
სახალხო კრებამ დიდ ჯიხაიშში იმსჯელა და გადაწდა, რომ ამ ეტაპისთვის სოფლის პროგრამით ჯიხაიშის ცენტრიდან ე.წ. ლეჟავების ქუჩის და სოფლის ცენტრიდან ე.წ. ვაშაკიძეების ქუჩის მიმართულებით გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება. პროექტით დიდი ჯიხაიშისთვისაც 20 ათ. ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ პრიორიტეტთა ნუსხაში ის საკითხები ხვდება, რომელზეც მოსახლეობა აკეთებს არჩევანს.
წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, :სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 660 ათ. ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0