სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ფასანაურში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
მათ მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნეს რომ, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს. იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განიხილეს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეგახსენებთ რომ, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.

Visited 69 times, 1 visit(s) today