„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რაჭისუბნის თემის სოფლებში: ხატისოფელი, ვანათი, სამტრედო და რაჭისუბანი მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ხატისოფელსა და სამტრედოში წელს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება, ვანათში სასმელი წყლის ქსელი მოეწყობა, რაჭისუბანში კი გარე განათების ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 42 times, 1 visit(s) today