სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ორთაბათუმის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად ხალვაში და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თამაზ მურადიშვილი გაეცნო. სამუშაოებს შპს „ემემტე“ აწარმოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 571 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ქედქედში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ როდა“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 61 570 ლარია. სამუშაოები მიდმინარე წლის 25 აპრილს დაიწყო და 3 თვეში დასრულდება.
პარალელურად გრძელდება ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 456 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ი.მ „ბესიკ სოლომონიძე“ აწარმოებს. ერგეს ცენტრისთვის კი 73 250 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. აჭარისწყლის ცენტრში სამუშაოებს კომპანია“ ემემტე“ შეასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება: 58 000 ლარია .
უკვე დასრულდა ჭარნალის ცენტრის კეთილმოწყობაც, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 999 ლარია გამოყოფილი. ობიექტზე შპს „მშენებელი 5“ მუშაობდა.

Visited 178 times, 1 visit(s) today