სოფო კილაძემ და ნიკოლოზ ნათენაძემ საქართველოს პარლამენტში გერმანელ სტუმრებს უმასპინძლეს

07/10/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე დღეს გერმანიის მთავრობის ეროვნული უმცირესობების კომისარს, ჰარტმუტ კოსჩიკს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დოქტორ ალექსანდერ შუმახერს და პარლამენტის წევრს, სტეფან მაიერს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითად თემას ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენდა.
„ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ვისაუბრეთ საქართველოში მცხოვრებ გერმანულ უმცირესობასთან დაკავშირებით და, ასევე, ქართველების წარმომადგენლობის თაობაზე გერმანიაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას ჩვენი ერების დაახლოების პროცესში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.
სოფო კილაძე: „ჩვენ, ქართული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდით დავუდგებით გერმანულ უმცირესობას, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში თავი კარგად, კომფორტულად და დაცულად იგრძნონ.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0