სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

23/09/2017

სოფო კილაძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
სოფო კილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, მათ შორის, საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ინსტრუმენტების რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0