სოფო კილაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

12/07/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს და კომისრის მოვალეობის შემსრულებელს, ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პოლიტიკის შესახებ. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა გააცნო საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის კუთხით.
სოფო კილაძე: „მისასალმებელია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეთნოსის წარმომადგენელი თანაცხოვრობს მშვიდობიანად და არა გვაქვს გამოწვევები, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ მუშაობა, რათა უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და, შესაბამისად, მათთვის რთულია სამუშაოს პოვნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია“.
სოფო კილაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ რთული ვითარების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, კერძოდ, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის თაობაზე. ეს ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. სამწუხაროდ, ოკუპანტის ქმედებების გამო არ მიგვიწვდება ხელი და არ ვრცელდება ჩვენი დე-ფაქტო იურისდიქცია“ , – აღნიშნა სოფო კილაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0