სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია, სადაც დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა და მათ მიერ დამზადებული ხის ნაკეთობები დაათვალიერა.საწარმოში ძირითადად, ხის, ეკოლოგიურად სუფთა განმავითარებელ სათამაშოებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთს, ასევე, სუვენირებს ამზადებენ.

„საწარმოში ოცამდე ბენეფიციარია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი საწარმო გვქონდეს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, რათა პირველ რიგში, ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო მეორე მხრივ, ყველამ გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ხის არაჩვეულებრივი ნივთები“, – აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.

სოციალური საწარმო თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად 11 000 ლარით ფინანსდება.
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირთა გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

Visited 171 times, 1 visit(s) today