სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშეშე მასალა გადაეცემა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია დღეს, გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი, შ.პ.ს „ენერგოტრანსი“- სა და სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ „ჯვარი ხორგას შემაერთებელი ქსელის“ პროექტის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მოჭრილ ხეებზე ინფორმაციის გაცნობა იყო.
გამგებლის მოადგილემ, გიზო სართანიამ რწმუნებულებს კორცხელის ადმინისტრაციული შენობის ეზოში დასაწყობებული მოჭრილი ხეების განაწილების საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ 153 კუბური მეტრი მერქნული რესურსი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა, განაწილებული იქნება ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 3-3 სოციალურად დაუცველ ოჯახზე. გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, თითოეული ოჯახს 3 კუბური მეტრი საშეშე მასალა გადაეცემა. ბენეფიციარებისთვს შეშის ადგილზე მიტანას კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს, ხოლო განაწილების პროცესს მეთვალყურეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.
დღესვე გამგებლის მოადგილე კომისიის წევრებთან ერთად კორცხელის ადმინისტრაციული შენობის ეზოში დასაწყობებულ საშეშე მასალის რაოდენობას ადგილზე გაეცნო.

Visited 202 times, 1 visit(s) today