სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცეს

01/03/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 270 ოჯახს 40 ათასი ლარის ღირებულების სურსათი გადაეცა.
სასაჩუქრე ამანათები მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.
მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამით ბენეფიციარებმა სოციალური პაკეტები გასულ წელსაც მიიღეს. წელს ამანათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროდუქტების შესაძენად საჭირო თანხა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.
სურსათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28-ვე თემში მცხოვრებ ყველა შეჭირვებულ ოჯახს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებსა და ხანდაზმულებს გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0