სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება

07/10/2017

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შემცირდეს სიღარიბის დონე და თბილისში მცხოვრები მეტი მოქალაქე დასაქმდეს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებებს სთავაზობს – სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0