სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

05/09/2017

რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და თვითმმართველობის სხვა წევრები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, პროექტის ,,ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება” ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და ასოციაციის დირექტორმა ნინო შატბერაშვილმა მოაწერეს. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში – რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში, ახორციელებს პროექტს ,,ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება”. პროექტი რეგიონში მინდობით აღმზრდელთა მოძიებას, ასევე, არსებული მიმღები მშობლების, ასევე ბიოლოგიური მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0