სოციალურ საკითხთა კომისიამ ჯანდაცვის ცენტრისა და სოციალური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა. დღის წესრიგის მიხედვით კომისიის წევრებმა ა (ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის“ 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. 2016 წლის ანგარიშით სხდომის წინაშე მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურიც წარსდგა. სოციალური სამსახურის ინფორმაციით სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ერთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის ფარგლებში 5318 ადამიანს გაეწია დახმარება. 2016 წელს 619 ადამიანს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურეობა, პროგრამის ფინანსური პაკეტით ამ დროისთვის 209655 ათასი ლარია ათვისებული. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2994 ადამიანმა მიიღო, რომლის უზრუნველსაყოფად 486131 ათასი ლარი გამოიყო. ეპილეფსია და პარკინსონით დაავადებულთა უფასო მედიკამენტებით 320 მოქალაქემ ისარგებლა (თანხით 58370 ათასი ლარი); თირკმლის უკმარისობით დაავადებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარებით 34 მოქალაქე დაკმაყოფილდა (თანხით 38 200 ლარი) სოციალური პაკეტის შესაბამისად დაფინანსდა აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეთა პროგრამა (თანხით 28700ლარი); სტიქიით დაზარალებულთა ფინანსური დახმარება (თანხით 62998) ; ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (უფასო სადილი თანხით 77266ლარი); ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (თანხით 79900ლარი); სარიტუალო ფინანსური დახმარება (თანხით 24450 ლარი); სადღესასწაულო დახმარება (თანხით 35130 ლარი); პირველი და მეორე ჯგუფის მხედველობით ინვალიდი ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება (115930 ლარი) შშმ პირთა სოციალური დაცვა (თანხით 7650ლარი).

Visited 194 times, 1 visit(s) today