სოციაცია ,,მერკურს” შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

07/08/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას და ასოციაცია ,,მერკურს” შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას ასოცირების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან,რეგიონული განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მემორანდუმის მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ,როგორც დაგეგმილ ასევე სამომავლო პროექტების ფარგლებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ – დავით კოდუამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ – ქეთევან ვაშაკიძემ და ასოციაცია ,,მერკურის” თავმჯდომარემ ნანა თოდუამ.
ხელმოწერის ცერემონიალს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0