სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. შესაბამის დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს. კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა. 2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა. ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შიდა კვოტირებას, მისი დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75%-ით შემცირდა. #ჯანდაცვა2018

Visited 189 times, 1 visit(s) today