სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს

22/11/2017

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, ცეცხლი ამ დროისთვის ტერიტორიაზე ჩამქრალია. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0