სპორტის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობით აღინიშნა

06/04/2019

დღეს, სპორტის საერთაშორისო დღეა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, კალთბურთსა და ჭადრაკში.ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ე.წ. “თეთრი ბარათის” კამპანიას, რომელშიც საქართველო წელს პირველად ჩაერთო. “თეთრი ბარათი” სპორტში არის ე.წ.”,წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, რამდენიმე სპორტულ აქტივობას დაესწრო, მან სპორტსმენებთან ერთად, “თეთრი ბარათით” სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

“დღეს სპორტის საერთაშორისო დღეა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიც აქტიურად შეუერთდა “თეთრი ბარათის“ კამპანიას. მსოფლიო გზავნილია “საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“. ეგრეთ წოდებული “თეთრ ბარათზე“ დავწერეთ სლოგანები, რომლებიც სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახეობაში იმართება სპორტული აქტივობები, სპორტსმენებისთვის დაწესებული გვაქვს წამახალისებელი სიგელები”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0