სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

18/09/2017

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გამართულ მიღებას დაესწრნენ.
შოთა ხაბარელმა, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0