სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა

18/05/2017

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017”- ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენებით გამოვიდა.
„სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია ერთი სარტყელი – ერთი გზის გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0