სსსტც “დელტა” -ს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა ყვარელში გაიმართა

15/03/2017

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრ “დელტას” პროექტის წარმომადგენლებმა დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს და სეტყვის საწინააღმდეგოს სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. პროექტი, რომელიც კახეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ოპერირებას 600 000 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს. “დელტა”-ს წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზნობრივი ეფექტი 85-95% -ია და 9 თვის განმავლობაში გამართული მუშაობისთვის 14 მილიონი ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0