სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორიის შერჩევა მიმდინარეობს

31/05/2017

დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გელაურში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობის მიზნით ტერიტორია შეარჩიეს. დასახლებაში სტადიონის მოწყობა მოსახლეობის თხოვნით იგეგმება. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ქუჩები კეთილმოეწყობა, ხოლო გასულ წლებში დასახლებაში ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0