„სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი პროექტი „GREENWAY“ ფუნქციონირებას იწყებს

29/07/2017

„სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი პროექტი „GREENWAY“ ფუნქციონირებას იწყებს. კომპანია უცხოელ სტუდენტებს, ბიზნესის კეთების მსურველებს, საერთაშორისო ტვირთმზიდი ავტომანქანების მძღოლებს მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, რაც ქვეყანაში მათ სტუმრობასა და გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.
უცხოელი ვიზიტორებისთვის „GREENWAY“-ს მომსახურება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებს მოიცავს.
სერვისით მოსარგებლე პირები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.
„სტარტაპ საქართველოს“ უკვე 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0