სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

15-16 ოქტომბრის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები. დაღვარულია შიდა მიმოსვლის გზები. დაზიანებულია ხიდები, მილხიდები და გაბიონები; დატბორილია და დამეწყრილია ეზოები; საცხოვრებელ სახლებს ქარიშხალმა სახურავები გადახადა. დაიტბორა საყანე ფართობები. რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, სადაც გროვდევა დამატებითი ინფორმაციები.
ბოლო მონაცემებით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შემთხვევის ადგილებზე გასულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
გამგეობაში შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

Visited 207 times, 1 visit(s) today