სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს გუბერნიის წარმომადგენლები აწარმოებენ

02/12/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებენ. ძლიერმა ქარმა სოფელ კახათის ყოფილი ჩაის ფაბრიკისა და სოფელ ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულების დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საცხოვრებელი კორპუსის სახურავები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კახათის ყოფილი ჩაის ფაბრიკის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში გასულ თვეში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაგებობაში მცხოვრები დევნილები ბინებით 2019 წელს დაკმაყოფილდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0