სტიქიის საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

28/09/2017

გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობდა. შტაბის სხდომაზე დღის განმავლობაში განხორციელებული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები შეაჯამეს და სამოქმედო გეგმა შეადგინეს. სტიქიამ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები და დაიმეწყრა ათობით საცხოვრებელი სახლი. ბოლო მონაცემებით ათამდე ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, დაზარალებულები გასახლებულია. მათ მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს. მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში 19 მიმართულებით ინტენსიურად იწმინდება შიდა სასოფლო გზები, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გეოლოგიური შესწავლა. წყალმომარაგება ციხისძირში, ზედა ლეღვასა და ხუცუბანში აღდგენილია, შეზღუდვა რჩება სოფელ ბუკნარში, სადაც სათავე ნაგებობის დაზიანების გამო 230 აბონენტს ამ დროისათვის წყალი არ მიეწოდება. პრობლემის აღმოფხვრა გადაუდებელი წვიმის გამო ვერ მოხერხდა. სტიქიის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0