სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღება დღეიდან ეტაპობრივად შეეძლებათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს. პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცხადებენ, სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე 180 ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები 1-16 მაისს, ძლიერი სეტყვის შედეგად დაუზიანდა. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.
სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.
მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% – იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

Visited 132 times, 1 visit(s) today